Accentnews.ge
ყირგიზეთში, თბოელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის ერთ-ერთ ვერსიად დივერსია სახელდება

ყირგიზეთში, თბოელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის ერთ-ერთ ვერსიად დივერსია სახელდება

02/02/2024 11:10:34 მსოფლიო

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკის თბოელექტროსადგურში ავარია მოხდა, რის გამოც ქალაქის მასშტაბით შეიზღუდა ცხელი წყლით მომარაგება,ზოგიერთ რაიონში კი გათბობის სისტემაში წყლის ტემპერატურა დაეცა.

როგორც "რადიო თავისუფლების" ყირგიზული სამსახური იუწყება, თბოელექტროსადგურში მომხდარი ავარიის ერთ-ერთ ვერსიად დივერსია სახელდება. ხელისუფლების ინფორმაციით, მომხდარის გამო ხუთი ადამიანი დაშავდა, ორი დაზარალებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია სხეულის დამწვრობის გამო.

ბიშკეკში, სადაც 970 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, 2 თებერვლის ღამეს ჰაერის ტემპერატურა მინუს 2 გრადუსამდე დაეცა.

ქალაქის ყველა სკოლა გადავიდა ონლაინსწავლებაზე, ხოლო საბავშვო ბაღები დაიხურა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S