Accentnews.ge
იტალიური მაფიის ერთ-ერთი ბოსი, რომელიც გასულ წელს მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაიქცა, საფრანგეთში დააკავეს

იტალიური მაფიის ერთ-ერთი ბოსი, რომელიც გასულ წელს მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაიქცა, საფრანგეთში დააკავეს

02/02/2024 14:52:24 მსოფლიო

იტალიური მაფიის ერთ-ერთი ბოსი, რომელიც გასულ წელს მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაიქცა, საფრანგეთში დააკავეს, - განაცხადეს ორივე ქვეყნის ხელისუფლებების წარმომადგენლებმა 2 თებერვალს.

მარკო რადუანო საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე დააკავეს. იგი ევროპოლის მიერ დამნაშავეთა სიაში შეყვანილი იყო აღწერილობით - "საშიში".

2023 წლის თებერვალში იგი სარდინიის ნაუროს განსაკუთრებით დაცული ციხიდან კედლებზე დასაშვებად ზეწრების გამოყენებით გაიქცა.

"მისი "მარჯვენა ხელი" ჯანლუიჯი ტროიანო ასევე დააკავეს გრენადის მახლობლად, ესპანეთში",– განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო პიანტედოზიმ და მომხდარს "კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარტყმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ" უწოდა.

40 წლის რადუანო არის სოფლის კლანის, "გარგანოს" ბოსი. ეს კლანი მოქმედებს ახალგაზრდა და ნაკლებადცნობილი ორგანიზებული დანაშაულის სინდიკატის შემადგენლობაში ფოჯაში, იტალიის სამხრეთ რეგიონ აპულიაში და ცნობილია, როგორც "მეოთხე მაფია".

ევროპოლის მონაცემებით, მარკო რადუანო 24-წლიან პატიმრობას იხდიდა დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობისთვის, ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის, იარაღის უკანონო ტარებისა და სხვა დანაშაულებისთვის. ევროპოლმა განაცხადა, რომ იგი იყო თავისი კრიმინალური ორგანიზაციის "სათავეში" და "ასრულებდა მამოძრავებლის, ორგანიზატორისა და დაუნდობელი მკვლელის როლს ჯგუფში, რომელიც დაკავებული იყო მკვლელობებით, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობითა და რეკეტით".

მისმა გაქცევამ იტალიის ხელისუფლება უკიდურესად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა და გამოავლინა "მეოთხე მაფიის" ძალა, რომელიც დღესდღეობით იტალიის ორგანიზებული დანაშაულის ყველაზე ძალადობრივ სინდიკატად ითვლება.

ნაკლებად დახვეწილი, ვიდრე მდიდარი "ნდრანგეტა", ნეაპოლის "კამორა" ან სიცილიის "კოზა ნოსტრა", ფოჯის კლანები გამოძალვით, თავდასხმებითა და მუქარებით არიან დაკავებული. მათ სახელთანაა დაკავშირებული ნარკოტიკებით უკანონოდ ვაჭრობა, შეიარაღებულ ძარცვა და მანქანებისა და საქონლის ქურდობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S