Accentnews.ge
საფრანგეთი: რუსეთი პასუხს აგებს უკრაინაში ჰუმანიტარული მისიით მყოფი ფრანგების დაღუპვის გამო

საფრანგეთი: რუსეთი პასუხს აგებს უკრაინაში ჰუმანიტარული მისიით მყოფი ფრანგების დაღუპვის გამო

02/02/2024 16:32:45 მსოფლიო

საფრანგეთი აცხადებს, რომ რუსეთს მოუწევს, პასუხი აგოს უკრაინის ხერსონის ოლქში უპილოტო საფრენი მოწყობილობის თავდასხმის შედეგად დაღუპული საფრანგეთის ორი მოქალაქის გამო, რომლებიც იქ ჰუმანიტარული მისიით იმყოფებოდნენ .

"რუსეთის ბარბაროსობის სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეები გახდნენ უკრაინაში. რუსეთს მოუწევს, პასუხი აგოს თავის დანაშაულებზე", – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნმა.

მანამდე, ხერსონის რეგიონის გუბერნატორმა ოლექსანდრ პროკუდინმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 1 თებერვალს, ბერისლავში, სამხრეთის ქალაქ ხერსონის მახლობლად, თავდასხმის შედეგად დაიღუპა საფრანგეთის ორი მოქალაქე და კიდევ სამი უცხოელი დაშავდა. რომელ ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში მუშაობდნენ დაღუპულები პროკუდინს არ დაუზუსტებია,

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S