Accentnews.ge
უკრაინა: ენგელსში თავდასხმა განხორციელდა რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენის ეკიპაჟის მეთაურზე, რომელიც სამოქალაქო სამიზნეებს ბომბავდა

უკრაინა: ენგელსში თავდასხმა განხორციელდა რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენის ეკიპაჟის მეთაურზე, რომელიც სამოქალაქო სამიზნეებს ბომბავდა

04/02/2024 07:50:59 მსოფლიო

უკრაინის სამხედრო დაზვერვა იტყობინება, რომ რუსეთში, სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში თავდასხმა განხორციელდა რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენის ეკიპაჟის მეთაურზე, პილოტ ოლეგ სტეგაჩოვზე, რომელიც სამოქალაქო სამიზნეებს ბომბავდა.

უკრაინული უწყება 40 წლის პილოტს უწოდებს "სამხედრო დამნაშავეს, რომელიც სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ იერიშებში მონაწილეობდა". დაზვერვა არ ამბობს, აქვს თუ არა პილოტზე თავდასხმასთან პირდაპირი კავშირი, მაგრამ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობა შეიცავს მუქარას რუსეთის სხვა სამხედროების მიმართ:

„ჩვენ ვიცით თქვენი ვინაობა, მისამართები, ავტომობილების ნომრები, ჩვეული მარშრუტები და ჩვევები".

3 თებერვალს ტელეარხი „სარატოვ 24“ იტყობინებოდა, რომ პარასკევს საღამოს ენგელსში, პეტროვსკაიას ქუჩაზე სროლის ხმა ისმოდა.

არსებული ინფორმაციით, სტეგაჩოვი პეტროვსკაიას ქუჩაზე ცხოვრობს. უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გამოაქვეყნა Toyota Land Cruiser-ის ფოტო. ასეთივე ავტომობილი რეგისტრირებულია სტეგაჩოვის სახელზე.

ენგელსში განლაგებულია რუსეთის შორეული ავიაციის სამხედრო-საჰაერო ბაზა. იქ განთავსებული არიან სტრატეგიული ბომბდამშენები ტუ-160 და ტუ-95MC. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობაში ნახსენებია, რომ სტეგაჩოვი ტუ-95-ის მეთაურია.

უკრაინის სამხედრო დაზვერვამ არაერთხელ მიანიშნა თავის კავშირზე რუსეთის მხარეს გადასული უკრაინელი სამოქალაქო მოხელეების, პოლიტიკოსებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მკვლელობებთან.

მოკლულთა შორის არის უკრაინის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი იგორ კივა, რუსი ფილოსოფოსისა და ევრაზიანიზმის იდეოლოგ ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი ალექსანდრა და უკრაინაში რუსეთის შეჭრაში მონაწილე ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი.

2023 წელს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო იტყობინებოდა რუსეთის ფლოტის ოფიცრის, სტანისლავ რჟიცკის სიკვდილზე. სპეცსამსახურის თანახმად, ის უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშებთან იყო კავშირში. ნათესავები აცხადებენ, რომ რჟიცკი 2022 წლის ომამდე გადადგა სამხედრო სამსახურიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S