Accentnews.ge
კარელიაში რუსული Mi-8 ჩამოვარდა

კარელიაში რუსული Mi-8 ჩამოვარდა

05/02/2024 07:48:28 მსოფლიო

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენი Mi-8, რომელთანაც კავშირი 4 თებერვლის საღამოს შეწყდა, ჩამოვარდა. მისი ნამსხვრევები ონეგის ტბაში იპოვეს. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით აღძრა.

იუწყებიან, რომ ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. ისინი სასწავლო ფრენას ახორციელებდნენ. 4 თებერვალს ის რადარებიდან გაუჩინარდა ონეგის ტბის მიდამოში. ნამსხვრევები 5 თებერვალს დილით, სანაპიროდან 11 კილომეტრში, 50 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს.

კარელიის გუბერნატორმა არტურ პარფენჩიკოვმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა ონეგის ტბის წყლებში, პრიონეჟსკის რაიონის სოფელ დერევიანნოიედან 10 კილომეტრში. ბორტზე იმყოფებოდნენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები: ვლადიმერ ევსეევი, სერგეი ნოსოვი და ვლადიმერ ბილიდა. მათი ცხედრები ჯერ არ არის აღმოჩენილი.

ეკიპაჟის შეცდომა, არახელსაყრელი კლიმატური პირობები და ტექნიკური გაუმართაობა განიხილება ინციდენტის ვერსიებად. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ფრენის დროს ეკიპაჟს ტექნიკური პრობლემები არ დაუფიქსირებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S