Accentnews.ge
აშშ-მა და ბრიტანეთმა იემენში ჰუსიტების პოზიციები დაბომბეს

აშშ-მა და ბრიტანეთმა იემენში ჰუსიტების პოზიციები დაბომბეს

05/02/2024 08:10:00 მსოფლიო

შაბათს შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა, მოკავშირეების მხარდაჭერით, იემენელი ჰუსიტების 36 სამიზნე დაბომბეს. წერს Associated Press.

ჰუსიტების წინააღმდეგ უახლესი დარტყმები პარასკევს, ერაყსა და სირიაზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებს მოჰყვა, რომელიც პასუხი იყო ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების მხრიდან იორდიანაში ამერიკელი სამხედროების მკვლელობაზე.

შეერთებულმა შტატებმა აღნიშნა, რომ მისი პასუხი იორდანიაში, Tower 22-ის ბაზაზე ჯარისკაცების დაღუპვაზე, არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ღამით, ერთი სამიზნით ან ერთი ჯგუფით.

ჰუსიტები თითქმის ყოველდღიურად ახორციელებენ სარაკეტო ან დრონების იერიშებს წითელ ზღვაში კომერციულ და სამხედრო გემებზე და მათ ნათლად განაცხადეს, რომ არ აპირებენ თავიანთი კამპანიის შეჩერებას.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ "აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის არმიებმა, ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადის, დანიის, ნიდერლანდების და ახალი ზელანდიის მხარდაჭერით, განახორციელეს დამატებითი დარტყმები იემენელი ჰუსიტების სამხედრო ობიექტებზე":

"ეს დარტყმები გამიზნულია იმისთვის, რომ კიდევ უფრო შეასუსტოს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების უნარი, განახორციელონ დაუფიქრებელი და მადესტაბილირებელი შეტევები ამერიკულ და საერთაშორისო გემებზე, რომლებიც კანონიერად გადაადგილდებიან წითელ ზღვაში."

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S