Accentnews.ge
ირაკლი ჩიქოვანი: ვაზიანში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ექსპერტებისა და თავდაცვის ძალების პოზიციაა, რომ წინაღობა არ არსებობს

ირაკლი ჩიქოვანი: ვაზიანში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ექსპერტებისა და თავდაცვის ძალების პოზიციაა, რომ წინაღობა არ არსებობს

05/02/2024 11:28:29 თავდაცვა

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ვაზიანში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ექსპერტებისა და თავდაცვის ძალების პოზიციაა, რომ წინაღობა არ არსებობს.

როგორც ჩიქოვანმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, საკითხზე მიმდინარეობს მიზანშეწონილობის შესწავლა და გადაწყვეტილება სწორედ ამის საფუძველზე იქნება მიღებული.

„კარგად მახსოვს შეხვედრა თავდაცვის მინისტრის მონაწილეობით, სადაც საკომიტეტო ფორმატში განვიხილეთ აღნიშნული საკითხი და სადაც დეტალურად იყო წარმოდგენილი თავდაცვის სამინისტროს პოზიცია. იქ იყვნენ თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. მათ მკაფიოდ თქვეს, რომ არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ვაზიანის მოდერნიზაცია. ხელსაც არ შეუშლის ჩვენი საწვრთნელი ბაზის იქ ყოფნას. მიმდინარეობს ე.წ. Feasability study [მიზანშეწონილობის შესწავლა], რომლითაც დადგინდება ყველა არსებული გარემოება და ამის საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა, პოზიცია, რომელიც ექსპერტებს და თავდაცვის ძალებს აქვთ, არის ის, რომ შეფერხება და წინაღობა არ არსებობს“,- განაცხადა მან.

2023 წლის 5 ივნისს საქართველოს იმჟამინდლმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა მთავრობის „ამბიციურ გადაწყვეტილებაზე”, საქართველო „რეგიონში საავიაციო ჰაბი” გახადოს. მან თქვა, რომ ამ მიზნის მისაღწევად ახალი აეროპორტის მშენებლობის იდეა განიხილება და ამისთვის იდეალური ადგილი „ვაზიანის ყოფილი აეროდრომია“.

ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი და კარგად აღჭურვილი მრავალპროფილური სამხედრო ბაზა მდებარეობს, აქვეა ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ბაზაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S