ყაზახეთის მთავრობა გადადგა
05/02/2024 14:25:47 მსოფლიო
ყაზახეთის მთავრობა გადადგა. შესაბამის დოკუმენტს ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მოაწერა ხელი.
როგორც პრეზიდენტის განკარგულებიდან ირკვევა, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას რომან სკლიარი შეასრულებს, რომელიც ამ დრომდე პირველი ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა.
ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რატომ დატოვა თანამდებობა ალიხან სმაილოვმა, რომელიც ყაზახეთის მინისტრთა კაბინეტს 2022 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა.
მედია წერს, რომ ალიხან სმაილოვის გადადგომა ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს უკავშირდება.


