დიდი ბრიტანეთის მეფეს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
05/02/2024 18:30:22 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის მეფეს, ჩარლზ მესამეს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.
მისი ცნობით, 75 წლის მონარქმა მკურნალობა უკვე დაიწყო.
სასახლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "კიბო არ უკავშირდება ჩარლზ მესამეს მიერ ახლახან ჩატარებულ მკურნალობას პროსტატის კეთილთვისებიანი მდგომარეობის გამო".
კიბოს სტადიასა და ფორმაზე სასახლე არ საუბრობს.
ჩარლზი მეფედ 2023 წლის 6 მაისს აკურთხეს.
ბრიტანეთის ისტორიაში იგი გახდა მონარქი, რომელიც ტახტზე ყველაზე ხანდაზმულ ასაკში ავიდა. მისი დედა, დედოფალი ელისაბედი 96 წლის ასაკში შოტლანდიაში გარდაიცვალა 2022 წლის 8 სექტემბერს.


