ჯოზეფ ბორელი უკრაინას ეწვევა
05/02/2024 19:16:28 მსოფლიო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უკრაინას ეწვევა. ამის შესახებ მან პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკისთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
ბორელმა ვარშავაში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სხვადასხვა საკითხები, მათ შორის უკრაინა და ახლო აღმოსავლეთი განიხილა.
ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯოზეფ ბორელმა დაადასტურა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტი მზადდება და იგი ბევრ ადამიანს, ინსტიტუტს და სხვადასხვა ქვეყნების იმ კომპანიებს შეეხება, რომლებიც სანქციების გვერდის ავლაში არიან ჩართულნი.


