ლუკაშენკომ სამხედროებს ნება დართო, სამოქალაქო პირების წინააღმდეგ იარაღი გამოიყენონ
06/02/2024 04:58:42 მსოფლიო
ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების წესდებებში შესწორებები შეიტანა, რომელთა თანახმად, სამხედროებს უფლება ეძლევათ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ "ცეცხლსასროლი იარაღი, საგანგებო საშუალებები, საომარი და სპეციალური ტექნიკა, მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისას" გამოიყენონ.
ცვლილებების მიხედვით, სამოქალაქო პირების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება ნებადართულია მათი მხრიდან ადმინისტრაციული დარღვევების ჩადენის შემთხვევებშიც.
ლუკაშენკოს მიერ შეტანილ შესწორებებში ასევე ნათქვამია, რომ სამხედრო მოსამსახურეს "არ ეკისრება პასუხისმგებლობა ზიანზე", რომელიც გამოწვეული იქნება სროლის შედეგად, თუკი ეს "მოხდა საერთო სამხედრო წესდების შესაბამისად".
ბელარუსში რეპრესიული ატმოსფერო გაღრმავდა მას შემდეგ, რაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ოპოზიციამ გაყალბებულად გამოაცხადა.


