Accentnews.ge
რუსეთმა ხარკოვის ოლქზე იერიში კვლავ მიიტანა

რუსეთმა ხარკოვის ოლქზე იერიში კვლავ მიიტანა

06/02/2024 05:09:24 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინის ხარკოვის ოლქზე გასულ ღამით მორიგი იერიში მიიტანა.

საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტ ზოლოჩევში დანგრეულია სასტუმროს 3-სართულიანი შენობა.

წინასწარი მონაცემებით, ნანგრევებში იმყოფება, სულ მცირე, ერთი ადამიანი. კიდევ სამი მაშველებმა გადაარჩინეს. ახლომდებარე შენობებში ხანძარი გაჩნდა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია ჯერ–ჯერობით არაფერს იუწყება იმის შესახებ, თუ რა ტიპის იარაღით განხორციელდა შეტევა.

რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ქალაქ ხარკოვის ცნტრში 3-სართულიანი სასტუმროს შენობა განადგურდა 10 იანვარსაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S