Accentnews.ge
რუსეთთან შესაძლო კონფლიქტისთვის მზადების აუცილებლობაზე ნორვეგიის თავდაცვის მინისტრიც საუბრობს

რუსეთთან შესაძლო კონფლიქტისთვის მზადების აუცილებლობაზე ნორვეგიის თავდაცვის მინისტრიც საუბრობს

06/02/2024 07:39:50 მსოფლიო

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა ქვეყანას მოუწოდა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულების შემდეგაც კი მოემზადოს შესაძლო კონფლიქტისთვის.

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციაში განადგურდა დემოკრატიის საფუძვლები და არაფერი მიუთითებს ვითარების შეცვლაზე:

"იმ რამდენიმე რუსს, ვინც გაბედავს პროტესტის გამოხატვას, ციხეში აგდებენ ან ომში გზავნიან. იქ მათ "საზარბაზნე ხორცად" იყენებენ. არ არსებობს პრესის თავისუფლება, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, გახდეს კონტრძალა მზარდი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ".

გრამმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ამგვარი დიდხანს იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მხრიდან საფრთხე დარჩება უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც კი.

"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ შესაძლებლობისთვის, რომ რუსეთმა შესაძლოა, გადააფასოს თავისი გეგმები, სად განათავსოს თავისი ძალები ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების საპასუხოდ," - თქვა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა.

ამ კონტექსტში მან ისაუბრა თავდაცვის სფეროში ინვესტიციების გაზრდის, წვრთნებისა და ალიანსის მოკავშირეებთან ნორვეგიის შეიარაღებული ძალებთან თავსებადობის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S