
ფოთის საცურაო კომპლექსში შეხვედრა/მასტერკლასი სახელწოდებით „თბილისი-ფოთი - ჯანმრთელობის გზა“ გაიმართა
06/02/2024 08:20:17 რეგიონები, რეკლამა
ფოთის საცურაო კომპლექსში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ფოთის საცურაო კომპლექსის ორგანიზებით თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის სამედიცინო ხელმძღვანელისა და დარგობრივი სპეციალისტების მიერ გაიმართა შეხვედრა/მასტერკლასი სახელწოდებით „თბილისი-ფოთი - ჯანმრთელობის გზა“.
ფოთის საცურაო კომპლექსის ცნობით, ღონისძიების მიზანი იყო პარტიორობის დაწყება ორ ქალაქს შორის ჯანმრთელობითი განათლების, ფიზიკური და სარეაბილიტაციო მედიცინის სფეროში. შეხვედრას ესწრებოდნენ ფოთში მოღვაწე ექიმები, პედაგოგები, სპორტსმენები, ახაგაზრდები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
"პრეზენტაციის შემდეგ ჩატარდა მასტერკლასი მედიცინის მუშაკებისა და საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფებისთვის, ასევე მოხდა რამოდენიმე პაციენტის უფასო გასინჯვა.
ღონისძიება გაგრძელდა ონკოლოგიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი პრეზენტაციით: (ორგანიზაცია "ვიტაე-სიცოცხლისათვის" - ქეთევან ბოჭორიშვილი, ორგანიზაცია TEENs Georgia- მაკო მუსერიძე).
თბკ-ფოთის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ფოთის, როგორც საკურორტო-გამაჯანსაღებელი კერის ერთობლივ კვლევასა და განვითარებას, ფოთში მოღვაწე ექიმ-რეაბილიტოლოგებისა და ფიზიკური თერაპევტების, მასაჟისტების პროფესიულგანვითარებას და რეაბილიტაციის საჭიროების მქონე პაციენტების კონსულტირება- მართვას", – ნათქვამია ფოთის საცურაო კომპლექსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.