Accentnews.ge
ირანი, რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს აანონსებენ

ირანი, რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს აანონსებენ

06/02/2024 09:06:32 მსოფლიო

ირანი, რუსეთი და ჩინეთი უახლოეს კვირებში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს გამართავენ. ამის შესახებ ირანის საზღვაო ძალების სარდალმა შაჰრამ ირანიმ განაცხადა, იუწყება სააგენტო Tasnim.

მან ირანის ქალაქ მანჯილში, საზღვაო ბაზაზე სტუმრობისას თქვა, რომ წვრთნები 19 მარტამდე ჩატარდება.

სამხედრომ ასევე განაცხადა, რომ ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად "არაერთი სხვა ქვეყანაც იყო მიწვეული".

სამხედრო წვრთნები ჩატარდება "რეგიონული უსაფრთხოებისა და საერთო ინტერესების" უზრუნველსაყოფად, – დასძინა მან.

2023 წლის მარტში ირანის, ჩინეთისა და რუსეთის საზღვაო ძალებმა ჩაატარეს სამხედრო სწავლება "საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი 2023" ჩრდილოეთ ინდოეთის ოკეანეში. ეს იყო მეოთხე ერთობლივი წვრთნები ბოლო წლების განმავლობაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S