
ხულოსა და ქედაში სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთ-ერთი უბნის ინსპექტორია
06/02/2024 10:38:14 რეგიონები, საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტრო მთიან აჭარაში განვითარებულ სტიქიურ პროცესთან დაკავშირებით იუწყება, რომ ერთი მხრივ ზვავის, მეორე მხრივ მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი.
შსს–ს ცნობით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი თემურ ბარამიძეა.
ის ზვავის ჩამოწოლისას სოფელ წონიარისში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა.
შსს–ს ცნობით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში, ჩამოწვა ზვავი და მოიყოლა ორი ადამიანი, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთ ადამიანი, მეორე კი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.
სტიქიის ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.
"სტიქიაა, ასევე, დასავლეთ საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში, სადაც შესაბამისი სამსახურები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფია მობილიზებული“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.