Accentnews.ge
შეიარაღებული ძალები: უკრაინამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მესამედი გამოიყვანა მწყობრიდან

შეიარაღებული ძალები: უკრაინამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მესამედი გამოიყვანა მწყობრიდან

06/02/2024 10:53:16 მსოფლიო

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინელმა სამხედროებმა მწყობრიდან გამოიყვანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დაახლოებით 33%. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური იუწყება.

”უკრაინამ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდების დაახლოებით 33% მწყობრიდან გამოიყვანა ფართომასშტაბიანი შემოჭრის დროს”, - ნათქვამია მოხსენებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა 24 რუსული ხომალდი და ერთი წყალქვეშა ნავი გაანეიტრალეს. ღია წყაროებიდან ცნობილია, რომ ფართომასშტაბიანი ომის დასაწყისში რუსეთის შავი ზღვის ფლოტი 74 სამხედრო ხომალდისგან შედგებოდა.

როგორც იუწყებიან, 1 თებერვალს ღამით, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ერთ-ერთი ქვედანაყოფის მებრძოლებმა გაანადგურეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის "ივანოვეცის" სარაკეტო ნავი MAGURA V5 საზღვაო დრონების გამოყენებით. ხომალდის ღირებულება 60-70 მილიონი დოლარია.როგორც დაზვერვის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რუსეთში მხოლოდ სამი ამგვარი ნავი იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S