Accentnews.ge
ბრიტანეთის პრემიერი: მეფეს დიაგნოზი ადრეულ ეტაპზე დაუსვეს

ბრიტანეთის პრემიერი: მეფეს დიაგნოზი ადრეულ ეტაპზე დაუსვეს

06/02/2024 10:59:29 მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა 6 თებერვალს განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის 75 წლის მონარქს ჩარლზ III-ს კიბოს დიაგნოზი ადრეულ ეტაპზე დაუსვეს:

„საბედნიეროდ, ის მიკვლეული იქნა ადრე და ახლა ყველა უსურვებს მას, ჩაუტარდეს საჭირო მკურნალობა და სრულად გამოჯანმრთელდეს“, - განუცხადა სუნაკმა BBC-ს.

პრემიერმა თქვა, რომ დიაგნოზის დასმის შემდეგ რეგულარული კონტაქტი აქვს მეფესთან და ეს კომუნიკაცია გაგრძელება.

ბუკინგემის სასახლემ 5 თებერვალს განაცხადა, რომ ჩარლზს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობა დაწყებულია.

როგორც განიმარტა, კიბო არ უკავშირდება მეფის მიერ ახლახან ჩატარებულ მკურნალობას პროსტატის ადენომაზე. სასახლე არ აკონკრეტებს, რა ფორმის სიმსივნე აქვს 75 წლის მონარქს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S