06-02-2024 15:04:52 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მისი ცოლი – ნატალია მოწონელიძე საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარის პოზიციას დატოვებს.
“არავითარი ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება. კანონმდებლობაც ითვალისწინებს შესაბამის ზომებს, თუმცა რომც არ ითვალისწინებდეს, რა თქმა უნდა, გამოირიცხებოდა ყველანაირად ფორმალურად თუ არაფორმალურად”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო, რომელსაც ირაკლი კობახიძის ცოლი ხელმძღვანელობს, ანგარიშვალდებული პრემიერ-მინისტრთანა.
მოწონელიძე ხსენებულ პოზიციაზე 2019 წლიდან მუშაობს.