
ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის კმ21-კმ39 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
06/02/2024 09:30:22 რეგიონები, რეკლამა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ21-კმ39 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.