
პრეზიდენტი: საქართველო იმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას და ეს არის მისი ერთადერთი მომავალი!
06/02/2024 11:41:31 ციტატა
„იმისთვის, რომ არ ინერვიულოთ მინდა, გავიმეორო, დაგიდასტუროთ, რასაც ვაკეთებ შიგნით და გარეთ, რომ საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას ეს არის მისი ერთადერთი მომავალი!“- განაცხადა დასკვნით სიტყვაში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მმართველი გუნდის წევრების საპასუხოდ, რომლებიც მას ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებში ადანაშაულებდნენ.