Accentnews.ge
უკრაინის უშიშროებამ გამოაცხადა ФСБ-ს აგენტების გამოვლენის შესახებ, რომელთა შირის დაზვერვის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები არიან

უკრაინის უშიშროებამ გამოაცხადა ФСБ-ს აგენტების გამოვლენის შესახებ, რომელთა შირის დაზვერვის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები არიან

06/02/2024 13:29:12 მსოფლიო

უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ გაანეიტრალა რუსული ФСБ-ს სადაზვერვო ქსელი, რომელსაც ყირიმიდან კურირებდნენ.

დაკავებულთა შორის არიან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თანამშრომლები, ასევე უშიშროების რეგიონული დეპარტამენტის თანამშრომელი.

”ბრალდებულები კონტაქტზე იყვნენ ერთსა და იმავე კურატორთან - FSB-ს ოფიცერთან, რომელიც ახლა იმყოფება დროებით ოკუპირებულ ყირიმში”, - იტყობინება უკრაინის უშიშროება.

უწყების ცნობით, ქსელის ამოცანა იყო რუსებისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემა უკრაინის თავდაცვის ძალების და ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტების შესახებ.

ერთ-ერთმა დაკავებულმა, უკრაინის საგარეო დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა შეაგროვა ინფორმაცია უკრაინელი სამხედროების განლაგების თაობაზე, ხოლო 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში უცხოური იარაღის მიწოდების არხების შესახებ. აგენტმა ასევე გადასცა საიდუმლო ინფორმაცია FSB-ს რივნისა და ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურების ფუნქციონირების სპეციფიური მახასიათებლებისა და უსაფრთხოების სისტემის შესახებ.

„მაქსიმალური კონსპირაციისთვის, ჩართულ პირს ინფორმაცია ტელეფონით არ გადაუგზავნია. მან სადაზვერვო მონაცემები გადასცა FSB-ს თანამზრახველის მეშვეობით, რომელიც საზღვარგარეთ გაემგზავრა მოხალისის სტატუსით და პირადად მოახსენა მტრის სადაზვერვო სამსახურის რეზიდენტს“, - აღნიშნავს უკრაინის უშიშროება.

სხვა აგენტებმა FSB-ს მიაწოდეს უკრაინელი სამხედრო პერსონალის პირადი მონაცემები და ცნობები ოდესის რეგიონში თავდაცვითი სტრუქტურების შესახებ.

უკრაინელი გამომძიებლების თქმით, FSB-მ ჯგუფის წევრები დაიქირავა, მათ შორის, ოჯახს წევრების მკვლელობის მუქარით, თუმცა ყოველი შესრულებული დავალებისთვის დაკავებულები თანხებს იღებდნენ რუსეთიდან.

ამჟამად ხუთი ეჭვმიტანილი იმყოფება პატიმრობაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S