Accentnews.ge
Kyiv Post: "ვაგნერის" მებრძოლები სუდანში დააკავეს უკრაინის დაზვერვის ოფიცრებმა [ვიდეო]

Kyiv Post: "ვაგნერის" მებრძოლები სუდანში დააკავეს უკრაინის დაზვერვის ოფიცრებმა [ვიდეო]

06/02/2024 13:56:10 მსოფლიო

უკრაინულმა გამოცემამ Kyiv Post-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც, როგორც ამტკიცებენ, ასახულია უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების მიერ რუსული სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" სუდანში დაკავებული მებრძოლები.

კადრებში ჩანს სამი ადამიანი, მათგან ერთი თეთრკანიანია. სწორედ ის პასუხობს კითხვებს. დაკითხვა მიმდინარეობს რუსულ ენაზე.

Kyiv Post-ი წერს, რომ ვიდეო უკრაინის სპეცსამსახურებიდან მიაწოდეს წყაროებმა.

პატიმარი ამბობს, რომ ვაგნერელები სუდანში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის გავლით ჩავიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების დასამხობად. მისი თქმით, სუდანში 100-მდე კაცია "ვაგნერიდან".

ვიდეოს კიდევ ერთ ფრაგმენტში ჩანან სავარაუდოდ, უკრაინის დაზვერვის თანამშრომლები, რომლებიც ამოწმებენ სამხედრო ტექნიკას. ერთ-ერთ სატვირთო მანქანას საქარე მინა აქვს ჩამსხვრეული და ჩანს ცხედარი. კადრებში ასევე ნაჩვენებია "ვაგნერის" სიმბოლოები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S