
როდის დასრულდება რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა
06/02/2024 15:18:47 რეგიონები
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა 2024 წელს უნდა დასრულდეს.
მისი თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3.5 საათში იქნება შესაძლებელი.
ამასთა, ქარსელაძემ თქვა, რომ კახეთის მიმართულებით წელს 90 კმ გაიხსნება, რაც გაანახევრებს გადაადგილების დროს.
„წელს არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულებაა გათვალისწინებული. ჯამურად მაგისტრალური გზების მიმართულებით 37 კმ გზის გახსნა მოხდა შარშან, მათ შორის რიკოთის 27 კმ-იანი მონაკვეთი, ისევე როგორც კახეთის მაგისტრალის მიმართულებით 5 კმ-იანი მონაკვეთის. უკვე 2024 წელს რიკოთის მაგისტრალის დასრულებაა გათვალისწინებული, ისევე როგორც უნდა დასრულდეს მიმდინარე 31 კმ-იანი მონაკვეთი და ასევე 16.6 კმ-იანი ბაკურციხე-წნორის მონაკვეთის მიმართულებით, ჯამში 90 კმ მაგისტრალის გახსნა არის დაგეგმილი წელს, რაც მნიშვნელოვან ეფექტს მოგვცემს როგორც აღმოსავლეთი დასავლეთის მიმართულებით, ისე კახეთის მაგისტრალის მიმართულებით. თავის მხრივ თბილისიდან ბათუმამდე 3-3.5 საათში იქნება გადაადგილება შესაძლებელი და კახეთის მიმართულებით დასრულებული მონაკვეთების ფარგლებში თითქმის განახევრდება გადაადგილების დრო“, - განაცხადა ქარსელაძემპარლამენტში ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მაგისტრალური გზების მშენებლობის პროექტებზე საუბრისას.
.