მიშელი: უკრაინის მხარდაჭერა არის არა ქველმოქმედება, არამედ ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში!
06/02/2024 15:25:36 მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამბობს, რომ უკრაინის მხარდაჭერა არა ქველმოქმედება, არამედ მორალური მოვალეობაა.. ამის შესახებ მან ერვოპარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის დასახმარებლად გაღებული თითოეული ევრო ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში ჩადებული ინვესტიციაა:
"უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება – ეს ჩვენი მორალური მოვალეობაა! ინვესტიციაა ჩვენს უსაფრთხოებაში და მშვიდობიან მომავალში! ჩვენ გვმართებს ჩვენი მომავალი თაობების, ჩვენი შვილების და შვილიშვილების წინაშე. ისევე, როგორც მათ, ვინც ჩვენამდე იყო, ჰქონდათ ხედვა და პასუხისმგებლობა, აეშენებინათ ღირებულებაზე დაფუძნებული პროექტი. თითოეული ევრო უკრაინის დასახმარებლად არის ინვესტიცია მომდევნო ათწლეულებში ჩვენი უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის" - განაცხადა მიშელმა.


