Accentnews.ge
ქარსელაძე: კონტრაქტის შეწყვეტის მიუხედავად, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება

ქარსელაძე: კონტრაქტის შეწყვეტის მიუხედავად, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება

06/02/2024 16:58:57 რეგიონები

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე კონტრაქტორ კომპანია "სინოჰიდროსთან" ხელშეკრულების გაწყვეტის მიუხედავად, გზის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება.

"გაგრძელდება მუშაობა ხულო-ზარზმის გზაზე, სადაც შარშან 17-კილომეტრიანი მონაკვეთი იქნა დასრულებული. მიუხედავად ხელშეკრულების შეწყვეტისა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა რომლის მიხედვითაც 2024 წელს დანარჩენი მონაკვეთებიც იქნება დასრულებული,"- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

47-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციაზე "სინოჰიდროსთან" გაფორმებული 95-მილიონიანი ხელშეკრულება 2024 წლის 15 იანვარს შეწყდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S