Accentnews.ge
დავითაშვილი პირობას დებს, რომ ჰაწვალი ახალ სეზონს ახალი სათხილამურო ტრასით შეხვდება

დავითაშვილი პირობას დებს, რომ ჰაწვალი ახალ სეზონს ახალი სათხილამურო ტრასით შეხვდება

06/02/2024 17:29:56 რეგიონები

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი ჰაწვალის მთაზე ახალი სათხილამურო ტრასის გაკეთებას აანონსებს. სვანეთის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით დავითაშვილს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ჰკითხეს.

„საკმაოდ ძვირი ინფრასტრუქტურაა, მაგრამ გვესმის, რომ გასაკეთებელია და ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი. მიმდინარე გეგმის ნაწილია, ჰაწვალის მთაზე მიმდინარეობს უკვე პროექტირება და ახალი სათხილამურო ტრასა გაკეთდება, რომელიც მიმდინარე წილის სეზონზე იქნება მზად. ჯამში 6-კილომეტრიანი არეალია, მესტიის ცენტრს ჰაწვალთან დააკავშირებს“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S