Accentnews.ge
"დამეხმარეთ!" – რუსულ ციხეში წამების მსხვერპლი პატიმარი ჩამომხრჩვალი იპოვეს

"დამეხმარეთ!" – რუსულ ციხეში წამების მსხვერპლი პატიმარი ჩამომხრჩვალი იპოვეს

06/02/2024 17:58:18 მსოფლიო

ირკუტსკის წინასწარი დაკავების ცენტრში გარდაიცვალა პატიმარი ტახირჯონ ბაკიევი, რომელიც ადრე დაზარალებულად გამოდიოდა ირკუტსკის კოლონიის სამი თანამშრომლის მიერ ექვსი პატიმრის წამების საქმეში.

რუსეთში, ირკუტსკის #1 წინასწარი დაკავების იზოლატორში წამების საქმის ფიგურანტი ტახირჯონ ბაკიევი ჩამომხრჩვალი იპოვეს, – იუწყებია უფლებადაცვითი ორგანიზაცია „ზაპრავკა 38“ .

პატიმრის და ნარგიზი ამბობს, რომ მას 6 თებერვალს დაურეკეს ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის რაიონული განყოფილების თანამშრომლებმა და სთხოვეს, "მისულიყო და ცხედარი გადაესვენებინა".

„ზაპრავკა 38“ აქვეყნებს ამონარიდებს პატიმრის ბოლო წერილიდან, რომელშიც ბაკიევმა წინასწარი დაკავების ცენტრიდან გაგზავნა. წერილში პატიმარი წამების შედეგად შერყეულ ჯანმრთელობაზე წერს და დახმარებას ითხოვს: "გთხოვთ, დამეხმარეთ, თავად ვეღარ ვუმკლავდები. არ მინდა, აქ მოვკვდე იმ ფორმულირებით, თითქოს მე თავად ჩავიდინე [თვითმკვლელობა]“.

ბაკიევს 2019 წელს მიუსაჯეს 7 წელი იარაღის ქურდობის ბრალდებით. თავად ამტკიცებდა, რომ ქალის დახმარებას ცდილობდა და იარაღი წაართვა მასზე თავდამსხმელ კაცს.

ბაკიევი სასჯელს იხდიდა ანგარსკის IK-15-ში, სადაც 2020 წლის აპრილში პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს. პროტესტის შემდეგ მსჯავრდებულთა ნაწილი გადაიყვანეს ირკუტსკის IK-6–ში. სადაც პატიმრები კოლონიის თანამშრომლების ბრძანებით სასტიკად აწამეს, რის გამოც მას ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყა –მას ორი დღის განმავლობაში ცემდნენ და იატაკის საწმენტი ჯოხით აუპატიურებდნენ.

მოგვიანებით მასობრივი წამების რამდენიმე საქმე გაიხსნა. რუსულმა სასამართლომ IK-6-ის ყოფილ ხელმძღვანელს და მის ორ თანამშრომელს ბაკიევის წამების გამო მხოლოდ ხუთ–ხუთი წელი მიუსაჯა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით და საჯარო სამსახურში თანამდებობების დაკავების უფლების წელიწადნახევრით ჩამორთმევით. ბაკიევი დაზარალებულა იქნა ცნობილი.

2023 წლის დასაწყისიდან ბაკიევს სამედიცინო დახმარება აღარ უწევდა, რის შესახებაც მან გაეროს და წამების პრევენციის ევროპის კომიტეტს მიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S