Accentnews.ge
არგენტინის პრეზიდენტმა ისრაელში განაცხადა, რომ საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს

არგენტინის პრეზიდენტმა ისრაელში განაცხადა, რომ საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს

06/02/2024 19:20:11 მსოფლიო

არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი 6 თებერვალს ისრაელში ჩავიდა და განაცხადა, რომ საელჩოს თელ-ავივიდან დასავლეთ იერუსალიმში გადატანას გეგმავს.

არგენტინის პრეზიდენტს თან ახლდა საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის შტაბის უფროსი და რაბინი.

ხავიერ მილეის ვიზიტს X-ზე ისრაელის პრემიერ–მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც გამოეხმაურა და არგენტინის პრეზიდენტს "ისრაელის მეგობარი" უწოდა:

"მე გულითადად მივესალმები არგენტინის პრეზიდენტის, ისრაელის მეგობრის ხავიერ მილეის, ისრაელში ჩამოსვლას, რომელმაც იერუსალიმში არგენტინის საელჩოს გადატანა გამოაცხადა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ძვირფასო მეგობარო!".

"ჰამასმა განცხადება გააკრიტიკა და "პალესტინელი ხალხის უფლებების და საერთაშორისო სამართლის წესების დარღვევა" უწოდა.

ვიზიტის ფარგლებში არგენტინის პრეზიდენტმა ისრაელელ კოლეგას ისააკ ჰერცოგს შეხვდა და განაცხადა, რომ "არგენტინა "ჰამასის" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე მუშაობს".

დაანონსა, რომ ის ბენიამინ ნეთანიაჰუსაც შეხვდება.

ამ დროისთვის ღაზაში არგენტინის რამდენიმე მოქალაქე რჩება "ჰამასის" მძევლობაში.

ხავიერ მილეი ისრაელის შემდეგ იტალიასა და ვატიკანში გაემგზავრება, სადაც რომის პაპს და იტალიის პრემიერ–მინისტრ ჯორჯია მელონის შეხვდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S