Accentnews.ge
ბაიდენი – რესპუბლიკელებს: ისტორია თვალს გადევნებთ, ამ ბრძოლაში ფსონები უკრაინის საზღვრებს სცდება!

ბაიდენი – რესპუბლიკელებს: ისტორია თვალს გადევნებთ, ამ ბრძოლაში ფსონები უკრაინის საზღვრებს სცდება!

06/02/2024 20:37:51 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს კომპრომისული კანონპროექტი, რომელიც საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას და უკრაინის დასახმარებლად დამატებით დაფინანსებას მოიცავს.

მან ხაზი გაუსვა უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების მნიშვნელობას.

"ამ კანონპროექტის მხარდაჭერა პუტინისთვის წინააღმდეგობის გაწევაა, ხოლო მასთან დაპირისპირება - პუტინის სასარგებლოდ თამაშია! როგორც უკვე ვთქვი, ამ ბრძოლაში ფსონები უკრაინის საზღვრებს სცდება. უკრაინაზე ბატონობისა და კონტროლის პუტინის წყურვილს თუ არ გავაჩერებთ, ის საკუთარ თავს მხოლოდ უკრაინით არ შეიზღუდავს!",– თქვა ბაიდენმა და განაგრძო, "მივმართავს რესპუბლიკელებს, რომლებიც თვლიან, რომ შეუძლიათ, რომ უკრაინის დახმარებას არ დაუჭირონ მხარი და პასუხისმგებლობას გაექცნენ: ისტორია თვალს გადევნებთ! ამ გადამწყვეტ მომენტში უკრაინის დახმარების წარუმატებლობა არასდროს იქნება დავიწყებული!".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S