შმიგალი: უკრაინის საზღვაო ექსპორტმა ომამდელ ნიშნულს მიაღწია
06/02/2024 20:55:09 მსოფლიო
იანვარში უკრაინის საზღვაო დერეფნის ფუნქციონირების წყალობით უკრაინამ ომამდელი ექსპორტის მოცულობას მიაღწია საზღვაო გზით. ამავდროულად, ქვეყნის მთლიანი ექსპორტი უახლოვდება იმ დონეს, რაც იყო სრულმასშტაბიან შეჭრამდე, – განაცხადა უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელმა დენის შმიგალმა.
მისი თქმით, ახალი მარცვლეულის დერეფანი უკვე გაიარა 660-ზე მეტმა გემმა, რომლებმაც დაახლოებით 20 მილიონი ტონა ტვირთი გადაიტანეს 32 ქვეყანაში. ამ ტვირთების 70% უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციაა.
”იანვარში საზღვაო ექსპორტის ომამდელ მოცულობებს მივაღწიეთ, ხოლო მთლიანი ექსპორტის თვალსაზრისით უკვე ვუახლოვდებით იმ მაჩვენებლებს, რომლებიც გვქონდა სრულმასშტაბიან შემოჭრის წინ”, - თქვა შმიგალმა.
უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ იანვარში მწარმოებლებმა ექსპორტზე 12 მილიონი ტონა პროდუქტი გაატარეს - ეს მხოლოდ 2 მილიონი ტონით ნაკლებია 2022 წლის იანვართან შედარებით. აქედან 8,7 მლნ ტონა ექსპორტირებული იქნა საზღვაო გზით.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა დატოვა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება, უკრაინამ თავად უზრუნველყო საექსპორტო მარშრუტი. ამის შემდეგ რუსეთმა დაიწყო აქტიური შეტევა უკრაინის პორტებზე რაკეტებითა და დრონებით, მათ შორის დუნაის პორტებზე რენსა და იზმაილზე.


