Accentnews.ge
აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

07/02/2024 06:20:53 მსოფლიო

აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. მასში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, მმართველი პარტია „ენი აზერბაიჯანის" კანდიდატ ილჰამ ალიევის გარდა 6 კანდიდატი მონაწილეობს - 4 ოპოზიციურად მიჩნეული პარტიებიდან და 2 დამოუკიდებელი.

აზერბაიჯანს პრეზიდენტი 2025 წელს უნდა აერჩია, თუმცა 2023 წლის დეკემბერში, ილჰამ ალიევმა გადაწყვიტა ვადამდელი არჩევნების ჩატარება 2024 წლის 7 თებერვალს. ამას წინ უძღოდა აზერბაიჯანის მიერ კონტროლის სრულად აღდგენა 90-იან წლებში დაკარგულ მთიან ყარაბაღზე.

მოგვიანებით, 2024 წლის 10 იანვარს ალიევმა არჩევნების თარიღის შეცვლის სამი მიზეზი დაასახელა. მან ადგილობრივ ტელეარხებს განუცხადა, რომ "ყარაბაღში გამარჯვებამ ახალი ეპოქა მოიტანა, რაც ახალ არჩევნებს საჭიროებს". პოსტსაბჭოთა აზერბაიჯანში არჩევნები პირველად ჩატარდება ყარაბაღშიც.

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტია 2003 წლიდან. მან ეს თანამდებობა მამისგან, ჰეიდარ ალიევისგან გადაიბარა.

აზერბაიჯანში პრეზიდენტს შვიდი წლის ვადით ირჩევენ. ეს ცვლილება კონსტიტუციაში 2016 წლის რეფერენდუმის საფუძველზე შევიდა. მანამდე პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ხუთი წელი იყო. აზერბაიჯანში წინა საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 11 აპრილს გაიმართა. თავდაპირველად ის ოქტომბერში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ალიევმა თარიღი კენჭისყრამდე თვით ადრე შეცვალა.მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S