
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში სამძებრო სამუშაოებში 200-ზე მეტი მაშველია ჩართული
07/02/2024 06:22:20 სამართალი, საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, სამძებრო სამუშაოებში 200-ზე მეტი მაშველია ჩართული.
"ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ძებნა-შველის ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს", – აცხადებენ შსს–ში.
მისივე ცნობით, ამ დროისთვის ნაპოვნია სამი ცხედარი, გადარჩენილია ერთი მოქალაქე, გრძელდება ექვსი პირის სამძებრო სამუშაოები.