Accentnews.ge
"ბაირაქტარის" მწარმოებელმა უკრაინაში ქარხნის მშენებლობა დაიწყო

"ბაირაქტარის" მწარმოებელმა უკრაინაში ქარხნის მშენებლობა დაიწყო

07/02/2024 06:44:32 მსოფლიო

თურქულმა კომპანია Baykar-მა, რომელიც აწარმოებს Bayraktar–ის დრონებს, დაიწყო ქარხნის მშენებლობა კიევის მახლობლად, სადაც დასაქმდება დაახლოებით 500 ადამიანი და იწარმოება TB2 ან TB3 დრონების მოდელები, განუცხადა Reuters–ს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

„ჩვენი ქარხანა მშენებლობის პროცესშია... გვჭირდება დაახლოებით 12 თვე მშენებლობის დასასრულებლად და შემდეგ გადავალთ შიდა ტექნიკის, აღჭურვილობისა და ორგანიზაციულ სტრუქტურაზე“, - თქვა Baykar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰალუკ ბაირაქტარმა.

ბაირაქტარმა აღნიშნა, რომ ამ ქარხანაში ყოველწლიურად დაახლოებით 120 ერთეული ტექნიკის წარმოება იგეგმება, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქნება თუ არა წარმოება ორიენტირებული TB2 ან TB3 დრონის მოდელებზე.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებულმა უსაფრთხოების საკითხებმა გამოიწვიოს ქარხანასთან დაკავშირებით შეშფოთება, მან თქვა, რომ გეგმები "წინ მიიწევს" და "ვერაფერი" შეაჩერებს.

2022 წლის დეკემბერში უკრაინის უმაღლესმა რადამ რატიფიცირება მოახდინა თურქეთთან შეთანხმების მაღალი ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში ქარხნის მშენებლობას.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალები აქტიურად იყენებდნენ Bayraktar–ებს მტრის აღჭურვილობა და ცოცხალი ძალის გასანადგურებლად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S