Accentnews.ge
ნერგეეთში მეოთხე ცხედარი იპოვეს

ნერგეეთში მეოთხე ცხედარი იპოვეს

07/02/2024 07:17:00 რეგიონები, საზოგადოება

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მეოთხე ცხედარი იპოვეს. ამჟამად მაშველები ხუთ დაკარგულს ეძებენ.

„ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად ნანახია 4 ადამიანის ცხედარი. მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება. სამუშაოებში ჩართულია 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, კინოლოგიური ჯგუფი, ტექნიკის მობილიზება ხდება დამატებით, ასევე ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას, სანამ ყველა არ იქნება ნანახი. დაახლოებით 70% არის მიწის მასისგან გასათავისუფლებელი – ძალიან დიდი მასაა მოწყვეტილი, მთის ფერდობი, დიდი ალბათობით, დღის ბოლომდე უნდა დავასრულოთ სამუშაოები. ცოცხალი ძალის დამატება არ გახდება საჭირო“,- უთხრა ჟურნალისტებს სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S