Accentnews.ge
რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის გამო ბორელმა დილა თავშესაფარში გაატარა

რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის გამო ბორელმა დილა თავშესაფარში გაატარა

07/02/2024 07:51:51 მსოფლიო

კიევში საჰაერო განგაშის გამო ჯოზეფ ბორელმა დილა თავშესაფარში გაატარა.

„დილას თავშესაფარში ვიწყებ, როცა კიევში საჰაერო განგაშის სიგნალები ისმის. ეს მამაცი უკრაინელი ხალხის ყოველდღიური რეალობაა, მას შემდეგ რაც რუსეთმა თავისი უკანონო აგრესია დაიწყო“, - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე.

დღეს რუსებმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 12 დრონი ჩამოაგდეს.

„ღამით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას Shahed-136/131 ტიპის 15 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით კიდევ ერთხელ შეუტიეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა 12 დრონი გაანადგურეს“, - ნათქვამია ანგარიშში.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ რუსების სარაკეტო თავდასხმების შედეგად კიევის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ორი ადამიანი დაშავდა.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა 4 სარაკეტო და 27 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. სულ ფრონტის ხაზზე 92 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი კიევში 6 თებერვალს ჩავიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S