
ნატა ფერაძემ საპატიმრო დატოვა
07/02/2024 09:24:52 სამართალი, საზოგადოება
ხუთდღიანი პატიმრობის შემდეგ აქტივისტმა ნატა ფერაძემ საპატიმრო დატოვა. იზოლატორთან მას ახლობლები და მეგობრები დახვდნენ.
სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სამართალდამცავებმა საკუთარ სახლში 2 თებერვალს დააკავეს და დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
მას ადმინისტრაციული პატიმრობა სამებაში, წმინდა მატრონა მოსკოველის ხატისთვის, რომელზეც საბჭოთა დიქატატორი იოსებ სტალინიც იყო გამოსახული, საღებავის შესხმის გამო მიუსაჯეს.
ნატა ფერაძის დაკავების შესახებ გადაწყვეტილება საიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მეორე ინსტანციამ საჩივარი არ მიიღო.