Accentnews.ge
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ადიგენის მუნიციპალიტეტის 27 სოფელში უკვე ჩატარდა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ადიგენის მუნიციპალიტეტის 27 სოფელში უკვე ჩატარდა

07/02/2024 09:46:14 რეგიონები, რეკლამა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ადიგენის მუნიციპალიტეტის 27 სოფელში უკვე ჩატარდა. ადიგენისს მერიის ცნობით, ადგილობრივებთან შეხვედრები ამჯერად ჭეჭლისა და მოხის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა. საპროექტო წინადადებების განხილვას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია გარე განათების, შიდა გზების, სასმელი და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, სკვერების, სპორტული მოედნების, საყრდენი კედლის მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S