Accentnews.ge
რუსეთის დღევანდელ მასირებულ შეტევას მსხვერპლი მოჰყვა კიევსა და ნიკოლაევში

რუსეთის დღევანდელ მასირებულ შეტევას მსხვერპლი მოჰყვა კიევსა და ნიკოლაევში

07/02/2024 10:05:20 მსოფლიო

რუსეთის დღევანდელ მასირებულ შეტევას მსხვერპლი მოჰყვა კიევსა და ნიკოლაევში. კერძოდ, კიევში, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა რუსეთის დღევანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაშავებულია 14 პირი. კიევის გოლოსეევსკის რაიონის მრავალბინიანი კორპუსიდან, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, ევაკუირებულია 52 მობინადრე.

მანამდე ცნობილი იყო, რომ რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა ნიკოლაევში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ რუსეთს პასუხს აუცილებლად გასცემენ და „ტერორისტები შედეგებს ყოველთვის იგრძნობენ“.

ზელენსკის ინფორმაციით, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა უკრაინის 6 რეგიონი, მათ შორის კიევი, ხარკოვი, ნიკოლაევი და ლვოვი. მაშველები მუშაობას განაგრძობენ. რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დანგრეული და დაზიანებულია სახლები, ელექტროგადამცემი ხაზები და წყლით და გაზით მომარაგების სისტემები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S