Accentnews.ge
უკრაინაში აშშ-ის ელჩი: დასაკარგი დრო არ არის, კიევს ჩვენი დახმარება ახლა სჭირდება

უკრაინაში აშშ-ის ელჩი: დასაკარგი დრო არ არის, კიევს ჩვენი დახმარება ახლა სჭირდება

07/02/2024 10:13:42 მსოფლიო

უკრაინაში აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი უკრაინაზე რუსების მიერ განხორციელებულ მორიგ მასირებულ იერიშს ეხმიანება.

„კიევსა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, კაცები, ქალები და ბავშვები რუსულმა მასიურმა სარაკეტო და დრონებით განხორციელებულმა თავდასხმებმა გააღვიძა. უკრაინის საჰაერო თავდაცვასა და მის გმირ დამცველებს ვეყრდნობით, რათა ჩვენ ყველანი დაგვიცვას. დასაკარგი დრო არ არის. უსაფრთხოების სფეროში უკრაინას ჩვენი დახმარება ახლა სჭირდება“, - წერს დიპლომატი სოციალურ ქსელში.

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა განახორციელა. კერძოდ, დღეს დილიდან აფეთქებები იყო უკრაინის დედაქალაქ კიევში და კიევის, ხარკოვის, ლვოვის და ჩერკასის ოლქებში. რუსეთის დღევანდელ შეტევას, სულ მცირე, 3 ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S