ნინო ლომჯარია: საკამათო იმაზეა, როგორ უნდა ისწავლებოდეს და არა უნდა ისწავლებოდეს თუ არა ჰაგიოგრაფია

07-02-2024 16:32:06 ციტატა

"მთელი ქართული ჰაგიოგრაფია იმაზეა, როგორ სწირავს თავს ადამიანი ღირსებისთვის, რწმენისთვის, თავისუფალი არჩევანისთვის, თანასწორობისთვის; როგორ მიდის ის ქცევის დამკვირდებული ნორმების და ძალაუფლების წინააღმდეგ, როცა შეუძლია უზრუნველად და არხეინად იცხოვროს. საკამათო იმაზეა, როგორ უნდა ისწავლებოდეს და არა უნდა ისწავლებოდეს თუ არა და ამ ახალგაზრდამ Mariam Guledani თავისი თამამი და კრიტიკული მოსაზრებებით ეს დისკუსია გახსნა. ნუ გავხდებით პროპაგანდის მიერ მოწოდებული ლუკმების ბრმა მომხმარებლები.

პ.ს. მე მიყვარს ჰაგიოგრაფია, განსაკუთრებით “შუშანიკის წამება”, სხვების მხატვრულ ღირებულებებზე რა გითხრათ, ალბათ გარკვეული ეპოზიდებია ამ მხრივ მხოლოდ საინტერესო", – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორის „საქართველოს ევროპული ორბიტა“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები