Accentnews.ge
რუსულმა სასამართლომ ომის მოწინააღმდეგე სამხედრო ფსიქოლოგი იძულებით გაგზავნა ფსიქიატრიულში არაერთგზის დაკავების შემდეგ

რუსულმა სასამართლომ ომის მოწინააღმდეგე სამხედრო ფსიქოლოგი იძულებით გაგზავნა ფსიქიატრიულში არაერთგზის დაკავების შემდეგ

07/02/2024 12:40:49 მსოფლიო

რუსულმა სასამართლომ ფსიქიატრიულში იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა ომის მოწინააღმდეგე სამხედრო ფსიქოლოგს ტიმოფეი რუდენკოს, რომელიც "ტერორიზმისკენ მოწოდებაშია" ბრალდებული, წერს რუსული გამოცემა "მედიაზონა".

გამომძიებლების თქმით, 2022 წლის გაზაფხულზე რუდენკომ დაწერა კომენტარები ტელეგრამ–არხზე, რომელშიც "ამართლებდა უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების წევრების ქმედებებს – ჯოხარ დუდაევის მხარდამჭერებს, რომლებიც მოქმედებენ უკრაინაში რუსეთის ფედეაციის წინააღმდეგ".

საგამოძიებო კომიტეტი თვლის, რომ რუდენკომ „მოუწოდა ტერორისტული აქტების, დივერსიებისა და თავდასხმების განხორციელებისკენ რუსეთის ფედერაციის სამთავრობო ხელისუფლების წინააღმდეგ“.

2023 წლის მაისში რუდენკო დააკავეს ჟუკოვსკის აეროპორტში, საიდანაც აპირებდა გაფრენას ყირგიზეთში. მისი თქმით, უშიშროების ძალებმა მასზე იძალადეს და შესთავაზეს, „გამოისყიდა დანაშაული სამშობლოს წინაშე“ "ვაგნერში" გაწევრიანების გზით.

მას შემდეგ რუდენკოს ხუთჯერ განუსაზღვრეს ადმინისტრაციული პატიმრება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ის ღიად გამოდიოდა ომის წინააღმდეგ. 2022 წლის მაისში მისი სახლი გაჩხრიკეს, მაშინ ბრალი არ წაუყენებიათ, თუმცა ჩხრეკის შემდეგ სამჯერ შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.

იძულებითი მკურნალობის დანიშვნა სასამართლოს გზით რუსეთში პრაქტიკად იქცა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ომის მოწინააღმდეგე აქტივისტების შემთხვევაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S