Accentnews.ge
ბორელი: ევროკავშირი უკრაინას წლის ბოლომდე მილიონ-ნახევარ საარტილერიო ჭურვს გადასცემს

ბორელი: ევროკავშირი უკრაინას წლის ბოლომდე მილიონ-ნახევარ საარტილერიო ჭურვს გადასცემს

07/02/2024 14:11:03 მსოფლიო

2024 წლის ბოლომდე ევროკავშირი უკრაინას მილიონ-ნახევარ საარტილერიო ჭურვს გადასცემს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენი თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსი თავის შესაძლებლობებს აჭარბებს. წლის დასაწყისიდან ის 40%-ით გაიზარდა. შემიძლია დარწმუნებული ვიყო, რომ წლის ბოლომდე შემოწირულობების სახით [უკრაინისთვის] მიწოდებული საბრძოლო მასალის საერთო რაოდენობა 1 მილიონ 155 ათასზე მეტი იქნება”, - განაცხადა ბორელმა.

ცნობისთვის: აქამდე ბორელი ამბობდა, რომ მარტამდე ევროკავშირს უკრაინისთვის დაპირებული მილიონის ნაცვლად 500 000–მდე საარტილერიო ჭურვის გადაცემა შეუძლია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S