Accentnews.ge
რობინ დანიგანი: ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ განსაზღვრა, რა ნაბიჯი უნდა გადადგას საქართველომ, ამერიკას სურს, ქვეყანა გახდეს ბლოკის წევრი

რობინ დანიგანი: ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ განსაზღვრა, რა ნაბიჯი უნდა გადადგას საქართველომ, ამერიკას სურს, ქვეყანა გახდეს ბლოკის წევრი

07/02/2024 19:40:18 პოლიტიკა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი აცხადებს, რომ ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ განსაზღვრა, რა ნაბიჯი უნდა გადადგას საქართველომ.

მისი თქმით, ამერიკას სურს, ქვეყანა გახდეს ბლოკის წევრი.

"ძალიან გამიხარდა, როდესაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ამერიკას სურს, დაინახოს საქართველო, რომელიც არის ევროკავშირის წევრი. აშშ მხარს უჭერს ნატო–სკენ საქართველოს მისწრაფებებს და ერთ-ერთი პირველი რაც გავაკეთე, როდესაც საქართველოში ჩამოვედი ელჩად, ეს იყო ბრიუსელში წასვლა და ვესაუბრე ევროკავშირს საქართველოს კანდიდატობის სტატუსზე. ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ განსაზღვრა, რა ნაბიჯი უნდა გადადგას საქართველომ. ეს არის დიდი სამუშაო. რესურსია საჭირო ამისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ეროვნული კონსესუსი საქართველოში. ეს არის პრიორიტეტი, რომ ყველა გაერთიანდეს და ერთად იმუშაოს. ეს გულისხმობს პარლამენტს, ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებს. ყველას აქვს როლი, რომ შეასრულოს ამ ეროვნულ ერთობაში. ევროკავშირმა აჩვენა ენერგია გაფართოების პროცესის მიმართ. ამერიკა მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ყველა ნაბიჯს, ასევე ნატო–ს ინტეგრაციასაც ეხება ეს. ნატო არის სამხედრო და პოლიტიკური ორგანიზაცია. რაც შეეხება სამხედრო მიმართულებას, ვთანამშრომლობთ საქართველოს თავდაცვის ძალებთან ათწლეულობის განმავლობაში, საქართველოს ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიმართულებით. ერთად იწვრთნებიან ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები, შესაბამისი იარაღი აქვთ და ეს გრძელდება უკვე ათწლეულებია, თუმცა ნატო არის ასევე პოლიტიკური ალიანსი და საჭიროა ნაბიჯები, რომ შესრულდეს ეს პოლიტიკური ნაბიჯები, რაც ძალიან ახლოს არის ევროკავშირის განსაზღვრულ ნაბიჯებთან", – განაცხადა, "რუსთავი 2"–ის ცნობით, ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S