Accentnews.ge
ევროკავშირმა მოლდოვას გაწევრიანებასთან დაკავშირებით „სკრინინგის“ პროცესი დაიწყო

ევროკავშირმა მოლდოვას გაწევრიანებასთან დაკავშირებით „სკრინინგის“ პროცესი დაიწყო

08/02/2024 06:51:49 მსოფლიო

ევროკავშირმა მოლდოვის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქვეყნის კანონმდებლობის ე.წ. სკრინინგის პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ მოლდოვის ვიცე-პრემიერმა ევროინტეგრაციის საკითხებში კრისტინა გერასიმოვმა ბრიუსელში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის დელეგაცია ბრიუსელში შეხვდა თანამოსაუბრეებს ევროკომისიაში, რომლებთანაც ქვეყანა გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში იმუშავებს.

„შეხვედრის მიზანი იყო შემდგომი ნაბიჯების დეტალური განხილვა. კერძოდ, ე.წ. სკრინინგის პროცესის დაწყება, რომელიც გულისხმობს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებას“, - განაცხადა მან.

გასულ თვეში უკრაინის დელეგაციამ ასევე მიიღო მონაწილეობა „სკრინინგის“ დაწყებასთან დაკავშირებით ბრიუსელში გამართულ შეხვედრაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S