Accentnews.ge
ფინეთის პრეზიდენტი: რუსეთის არ გვეშინია

ფინეთის პრეზიდენტი: რუსეთის არ გვეშინია

08/02/2024 07:35:53 მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისიტომ განაცხადა, რომ მის ქვეყანას რუსეთის არ ეშინია, მაგრამ ფხიზლად რჩება.

"ჩვენ არ გვეშინია, მაგრამ ფხიზლად ვართ. ასე იყო ათწლეულების განმავლობაში," - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ომმა ევროპა გამოაფხიზლა და ტრანსატლანტიკური კავშირები გააძლიერა.

მისი თქმით, ფინეთის უსაფრთხოების მოდელი იმსახურებს შექებას:

"ფინეთის მოდელი არის მშვიდობის გარანტია. ნატოს ქვეყნები ევროპაში რომ ასე მოიქცნენ, გაერთიანებული ძალები უზარმაზარი იქნებოდა. ვერავინ შეძლებს თავდასხმას ასეთ ძლიერ მოთამაშეზე," - განაცხადა მან.

11 თებერვალს ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ყოფილი პრემიერი ალექსანდრ შტუბი მნიშვნელოვანი უპირატესობით ამარცხებს მის კონკურენტ პეკა ჰავისტოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S