უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 17 დრონიდან 11 ჩამოვაგდეთ
08/02/2024 07:52:49 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 8 თებერვლის ღამეს რუსული ძალების მიერ გაშვებული 17 დრონიდან 11 ჩამოგდებულია.
"8 თებერვლის ღამეს, მტერმა "შაჰედის" ტიპის 17 დრონით, ოკუპირებული ყირიმიდან, უკრაინის ტერიტორიაზე იერიში მიიტანა. საბრძოლო მოქმედებების შედეგად განადგურებულია 11 უპილოტო საფრენი აპარატი ნიკოლაევის, ოდესის, ვინიცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში," – ნათქვამია შეტყობინებაში.
იუწყებიან, რომ ნიკოლაევში დაზიანდა 20-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულება, ფინანსური ოფისები, ასევე კერძო და კომუნალური საწარმოები. ქალაქის მერის, ოლექსანდრ სენკევიჩის თქმით, არავინ დაშავებულა. ინფრასტრუქტურა დაზიანდა ოდესაში, ვინიცკის ოლქში.


