Accentnews.ge
შვედეთმა უკრაინას ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად 26.4 მლნ ევრო გამოუყო

შვედეთმა უკრაინას ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად 26.4 მლნ ევრო გამოუყო

08/02/2024 10:25:35 მსოფლიო

შვედეთის მთავრობამ უკრაინაში ენერგოეფექტურობის პროექტების მხარდასაჭერად 26.4 მილიონი ევრო გამოყო, – იუწყება უკრაინული მედია თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროზე დაყრდნობით.

მისი ცნობით, შვედეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები საგრანტო მხარდაჭერის სახით თემებს გაეგზავნება.

„კერძოდ, საუბარია იმათზე, ვინც ევროპის საფინანსო ინსტიტუტებიდან/ბანკებიდან სასესხო სახსრებს იღებენ ცენტრალიზებული გათბობისა და წყალმომარაგების, კომუნალური ტიპის საკუთრებებში ენერგოეფექტურობის გაზრდის, ურბანული ელექტროტრანსპორტის განვითარების, განახლებადი ენერგიის წყაროების მიმართულებით პროექტების განსახორციელებლად“, - აცხადებენ სამინისტროში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S