Accentnews.ge
ბორის ნადეჟდინი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად არ დაარეგისტრირეს

ბორის ნადეჟდინი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად არ დაარეგისტრირეს

08/02/2024 12:22:19 მსოფლიო

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოფიციალურად თქვა უარი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ბორის ნადეჟდინის კანდიდატად რეგისტრაციაზე.

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ ბორის ნადეჟდინმა საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციისთვის „საკმარისი რაოდენობის ნამდვილი ხელმოწერა“ ვერ წარადგინა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თითქმის 105 ათასი ხელმოწერიდან სანდოდ ჩათვალა მხოლოდ 95 585, რის საფუძველზეც მას კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრეს.

"არ ვეთანხმები ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას. რუსეთის მასშტაბით 200 ათასზე მეტი ხელმოწერა მოვაგროვე, ღიად და სამართლიანად ვაგროვებდით, ჩვენს შტაბებთან და ხელმოწერების პუნქტებთან რიგებს მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს", - განაცხადა ნადეჟდინმა.

იგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას რუსეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

ბორის ნადეჟდინი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტია „სამოქალაქო ინიციატივამ“. ნადეჟდინი მესამე მოწვევის დუმის დეპუტატი იყო „მემარჯვენე ძალთა კავშირიდან“. ამ პარტიის თანათავმჯდომარე, ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი 2015 წლის თებერვალში მოსკოვში მოკლეს.

ბორის ნადეჟდინი ხელმოწერებს საზღვარგარეთ, მათ შორის საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებშიც აგროვებდა.

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 15–17 მარტს გაიმართება. კენჭს იყრის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S