Accentnews.ge
"ჰიბრიდული ოპერაცია გრძელდება" – ფინეთი რუსეთთან საზღავრს არ ხსნის

"ჰიბრიდული ოპერაცია გრძელდება" – ფინეთი რუსეთთან საზღავრს არ ხსნის

08/02/2024 14:48:01 მსოფლიო

ფინეთი რუსეთთან საზღვარს 14 აპრილამდე არ გახსნის,– განაცხადა ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რანტანენმა გააკეთა.

მინისტრმა განმარტა, რომ რუსეთი თავის ჰიბრიდულ ოპერაციას აგრძელებს და არსებობს საფუძველი ვარაუდისა, რომ "ეს გრძელვადიან ვითარებას წარმოადგენს".

რუსეთის სასაზღვრო ზონაში სულ მცირე, ასობით და შესაძლოა, ათასობით მიგრანტია, რომლებიც ფინეთში მოგზაურობის გაგრძელებას ელოდებიან“, - განაცხადა ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მარი რანტანენმა აღნიშნა, რომ შეზღუდვების არარსებობის შემთხვევაში, აღმოსავლეთ საზღვრის მეშვეობით ფინეთში ჩასული თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 10-დან 20 ათასამდე იქნებოდა.

მანამდე ფინეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ რუსეთთან ფინეთის აღმოსავლეთი საზღვარი დახურული დარჩება, რადგან ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება უპირატეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S